რაგბი | ბექა გორგაძე საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT
რაგბი | ბექა გორგაძე საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა #1TVSPORT

გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის (TOP 14) მე-10 ტურის შეხვედრები, რომლის შემდეგაც ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემამ, „მიდი ოლიმპიკმა“ ტურის სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა.

გამოცემის რჩეულთა შორის საქართველოს ნაკრებისა და „პოს“ მესამეხაზელი, ბექა გორგაძე მოხვდა.

მე-10 ტურში გორგაძის გუნდი საკუთრ მოედანზე „კლერმონს“ შეხვდა და 22:11 დაამარცხა, გორგაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

საფრანგეთის ჩემპიონატში ათი ტურის შემდეგ „პო“ 31 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „რასინგს“ სამი ქულით ჩამორჩება.