რაგბი | ბექა გიგაშვილმა „ტულონთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT
რაგბი | ბექა გიგაშვილმა „ტულონთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა, ბექა გიგაშვილმა „ტულონთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და ფრანგულ კლუბში 2027 წლამდე დარჩება.

„მოხარულები ვართ, რომ კლუბმა ბექა გიგაშვილთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, ის ჩვენი გუნდის უძვირფასესი მოთამაშეა და ვამაყობთ, რომ მომდევნო წლებში „ტულონში“ ითამაშებს. ბექამ ამ ხნის განმავლობაში თავისი თავგანწირული თამაშით ქომაგთა გულიც მოიგო. ის პირელივე დღიდან გუნდის უმნიშვნელოვანესი წევრი გახდა“, – ასე გამოეხმაურა „ტულონის“ ვებგვერდი გიგაშვილთან კონტარქტის გახანგრძლივებას.

„გვიხარია, რომ გიგაშვილი 2027 წლამდე ჩვენთან ითამაშებს, მოედანზე ის ბოლომდე იბრძვის და სამაგალითო მორაგბეა. გვჯერა, რომ ბექა დიდი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება“, – ეს კი „ტულონის“ სპორტული დირექტორის, პიერ მინიონის სიტყვებია.

ბექა გიგაშვილმა „ტულონის“ მაისურით 84 მატჩი ჩაატარა და 10 ლელო დადო. საქართველოს ნაკრებში კი 41 მატჩში ხუთი ლელო აქვს დადებული.