რაგბი | ბასა ხონელიძემ საფრანგეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა #1TVSPORT
რაგბი | ბასა ხონელიძემ საფრანგეთის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა #1TVSPORT

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონის (PRO D2) მე-11 ტურის მატჩები გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ იქაურ გაუნდებში მოთამაშე ქართველი ლეგიონერების ნაწილი ნოემბრის ტესტმატჩების გასამართად საქართველოს ნაკრებში არიან გამოძახებულნი, ტურს ქართული ლელოს გარეშე მაინც არ ჩაუვლია.

თავი ბასა ხონელიძემ გამოიჩინა, რომლის „ორიაკმა“ საკუთარ მოედანზე „ნევერი“ 42:10 დაამარცხა, ბასამ კი დუბლი შეასრულა. მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში ირაკლი მჭედლიძე, ბასა ხონელიძე და გიორგი ქართველიშვილი იყვნენ, ხოლო შეცვლაზე მიხეილ ალანიამ ითამაშა. მიმდინარე სეზონში ხონელიძის ანგარიშზე ორი ლელოა.

„ნევერის“ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო თამაში რატი ზაზაძემ, ლაშა ფხაკაძე კი შეცვლაზე შევიდა.