რაგბი | აბრამიშვილი საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა #1TVSPORT
ავტორიტეტულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ, „მიდი ოლიმპიკმა“, ტრადიციულად, საფრანგეთის ჩემპიონატის (TOP 14) ტურის სიმბოლურ ნაკრები შეადგინა და მასში ჩემპიონატის ლიდერის, „სტად ფრანსეს“ ქართველი ლეგიონერი სერგო აბრამიშვილი შეიყვანა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ჩემპიონატის მეექვსე ტურში „სტად ფრანსე“ სტუმრად ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის „ლიონს“ შეხვდა და 36:32 დაამარცხა. ამ შეხვედრაში აბრამიშვილმა 47 წუთი ითამაშა, 30-ე წუთზე ლელო დადო და გუნდის წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა.