რაგბი | აბჟანდაძის და ნიორაძის ლელოები - „ორიაკს“ ქართველებმა მოაგებინეს #1TVSPORT
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის რანგით მეორე დივიზიონში (PRO D2) მეცხრე ტურის მატჩები გაიმართა – „ორიაკმა“ ქართველი ლეგიონერების შედეგიანი თამაშით მოიგო.
ორიაკელებმა საკუთარ მოედანზე „ოიონა“ დაძაბულ შეხვედრაში 24:23 დაამარცხეს, მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში ოთხი ქართველი იყო – ბასა ხონელიძე, თედო აბჟანდაძე, მიხეილ ალანია და დაჩი პაპუნაშვილი, ხოლო ლუკა ნიორაძემ, ირაკლი მჭედლიძემ და გიორგი ქართველიშვილმა შეცვლაზე ითამაშეს.
„ორიაკმა“ შვიდი ქულა საჯარიმო ლელოთი მოიპოვა, დანარჩენი (17) კი ქართველი მორაგბეების ანგარიშზეა – ლელოები თედო აბჟანდაძემ და ლუკა ნიორაძემ მიითვალეს, ამას გარდა აბჟანდაძემ ზუსტად შეასრულა ორი გარდასახვა და ერთი საჯარიმო დარტყმა.
აბჟანდაძისთვის ეს მიმდინარე სეზონში მეორე ლელოა, სულ კი თედოს ანგარიშზე ამ სეზონში 85 ქულაა. ლუკა ნიორაძისთვის ეს ტურნირზე მეოთხე ლელოა.
ამ მოგების შემდეგ „ორიაკმა“ 17 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე დაწინაურდა.