რაგბი | 20-წლამდელთა ნაკრები ინგლისთან მეორე მატჩისთვის ემზადება - ლადო კილასონიამ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
რაგბი | 20-წლამდელთა ნაკრები ინგლისთან მეორე მატჩისთვის ემზადება - ლადო კილასონიამ შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრები მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ინგლისის ნაკრებთან მეორე ტესტმატჩს გამართვს – შეხვედრა 12 ივნისს, „ავჭალის“ სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება. მატჩზე გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა 7 ივნისს გაიმართა და ინგლისელთა გამარჯვებით, 31:7 დასრულდა.

მომავალი მატჩისთვის უმცროსი „ბორჯღალოსნების“ სამწვრთნელო შტაბმა შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც, წინა შეხვედრისგან განსხვავებით, რამდენიმე ცვლილებაა. რადგან თამაში ამხანაგურია და მიზნად 2024 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის მზადებას ისახავს, უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში 30 მოთამაშე იქნება.

ლუკა ცირეკიძემ და ლუკა თაყაიშვილმა ფულბეკისა და მგეზავის პოზიციები გაცვალეს. ორი ცვლილებაა ხაზში – შუამარბად თამაშს ლუკა კობაური იწყებს, ცხრა ნომრის პოზიციაზე კი გიორგი სპანდერაშვილი ითამაშებს, რომელსაც ინგლისთან თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მისცემია.

ძირითადში დაწინაურდა სამი მორაგბე – თამაზ ჭამიაშვილი, თორნიკე ღანიაშვილი და ირაკლი ხიდეშელი. სათადარიგოთა შორის სამი ისეთი მოთამაშეა, რომლებსაც ინგლისის წინააღმდეგ პირველ მატჩში არ უთამაშიათ, ესენი არიან ბაჩუკი ბარათაშვილი, დავით ქუნთელია და შოთა ხელაძე.

საქართველო:

ხაზი: 15. ლუკა თაყაიშვილი („ხვამლი“), 14. ტარიელ ბურთიკაშვილი („ვეფხვები“), 13. ლუკა კობაური („ლეუკატე“), 12. გიორგი ხაინდრავა („ლელო“), 11. სანდრო დარძულიძე („ლელო“), 10. ლუკა ცირეკიძე („შავი ლომი“), 9. გიორგი სპანდერაშვილი („ლელო“);

შერკინება: 1. ლუკა უნგიაძე („ნევერი“), 2. თამაზ ჭამიაშვილი („ხარები“), 3. დავით მჭედლიძე („ტულონი“), 4. მურთაზ ცხადაძე („არესი“), 5. თორნიკე ღანიაშვილი („ლელო“), 6. ლუკა სულუაშვილი („ორიაკი“), 7. ირაკლი ხიდეშელი („ვეფხვები“), 8. ანდრო დვალი („ლელო“, კაპ.);

მარქაფა: 16. მიხეილ ხახუბია („ლელო“), 17. ბაჩუკი ბარათაშვილი („აია“), 18. დავით მჭედლიშვილი („გრენობლი“), 19. გაგი მარგველაშვილი („რასინგ 92“), 20. ლუკა საღინაძე („ლიონი“), 21. მიხეილ ყაჩლავაშვილი („ლელო“), 22. ზურა ფირცხალაიშვილი („ბათუმი“), 23. ნუგზარ ქევხიშვილი („ლელო“), დავით ბარბაქაძე („არმია“), გიორგი ბოლქვაძე („ლელო“), ალექსანდრე ჯიღაური („ლელო“), დავით ქუნთელია („პროვანსი“), შოთა ხელაძე („ლელო“), მათე ღურწკაია („ყოჩები“), შოთა მაღლაკელიძე („მათე“).

მთავარი მწვრთნელი: ლადო კილასონია

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები მსოფლიო თასის გათამაშებისთვის ემზადება, რომელიც 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გაიმართება. ქართველი მორაგბეები პირველ თამაშს 29 ივნისს, „ეთლონ სთედიუმზე“ ავსტრალიის წინააღმდეგ თბილისის დროით 18:30 საათზე გამართავენ, 4 ივლისს, შარშანდელ ფინალისტ ირლანდიას 16:00 საათზე „დენი ქრეივენზე“ ეთამაშებიან, ჯგუფურ ეტაპს კი 9 ივლისს, 18:30 საათზე ასევე „დენი ქრეივენზე“ იტალიასთან მატჩით დაასრულებენ.