რაგბი | 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე უმცროსი „ბორჯღალოსნების“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
მსოფლიო 2024 წლის თასზე საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია – უმცროსი „ბორჯღალოსნები“ B ჯგუფში ირლანდიას, ავსტრალიასა და იტალიას შეხვდებიან. ტურნირი 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკაში გაიმართება.
20-წლამდელთა ჩემპიონატი შარშანაც სამხრეთ აფრიკაში გაიმართა, საქართველო ნაკრებმა ტურნირი მერვე ადგილზე დაასრულა, რაც აქამდე საუკეთესო შედეგია.
მომავალი ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან ირლანდიამ შარშან ფინალში ითამაშა და ზედიზედ სამგზის ჩემპიონთან, საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებთან დამარცხდა. ავსტრალიამ მეხუთე ადგილი დაიკავა, ხოლო იტალია მე-11 პოზიციას დასჯერდა.
2024 წლის ჩემპიონატში A ჯგუფში – საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და ესპანეთი, ხოლო C ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, არგენტინა და ფიჯი მოხვდნენ.
ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 29 ივნისს, 4 და 9 ივლისს გაიმართება. ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი ნახევარფინალში ითამაშებen; ორი მეორეადგილოსანი და ორი საუკეთესო მესამეადგილოსანი კი მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას; დანარჩენი ოთხი გუნდი მეცხრე-მეთორმეტე ადგილებს გაითამაშებს.
ბოლო ადგილზე გასული 2025 წელს ალაფაზე დაქვეითდება, მის ადგილს კი 2024 წლის ალაფის გამარჯვებული დაიკავებს.