რაგბი | 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდებს შეხვდება - უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
რაგბი | 18-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდებს შეხვდება - უმცროსი „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე 2024 წლის 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ნიდერლანდებს შეხვდება. თამაში „მარკეტა სთედიუმზე“ 19 ნოემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ 1/4-ფინალში საქართველომ გერმანიას 11 უპასუხო ლელო გაუტანა და 67:0 მოუგო, ხოლო ნიდერლანდებმა რუმინეთი 28:12 დაამარცხა.

გერმანიასთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა სასტარტო შემადგენლობაში ექვსი ცვლილება განახორციელა. მგეზავად ამირან ბიწკინაშვილის ნაცვლად თამაშს გიგი სირბილაძე იწყებს, ცენტრში კი დემეტრე დევდარიანს დავით ბარბაქაძე შეცვლის. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე მოედანზე პირველი წუთებიდან გავა ნიკოლოზ კოროხაშვილი. მეორე ხაზში გუნდის კაპიტან დავით ბარამიას გიორგი მეფარიშვილი შეუწყვილდება. მესამე ხაზში ძირითადში დაწინაურდნენ ლუკა ნარსია და ლუკა საღინაძე. ნიკოლოზ ჩხორთოლიამ, გიორგი ზაზაძემ და გიორგი არძენაძემ მარქაფაში გადაინაცვლეს.

თასის მეორე ნახევარფინალში მასპინძელი ჩეხეთი ესპანეთს ეთამაშება. ფინალი 23 ნოემბერს გაიმართება.

საქართველო

ხაზი: 15. ნიკოლოზ ხალვაში (ლელო), 14. საბა შარვაშიძე (აია), 13. დათა ახვლედიანი (ლელო), 12. დავით ბარბაქაძე (არმია), 11. ლეონიდე სალდაძე (ლოკომოტივი), 10. გიგი სირბილაძე (ლელო), 9. თემურ ძოძუაშვილი (აია);

შერკინება: 1. დაჩი ჭელიძე (ლელო), 2. ანრი შველიძე (ბრივი, საფრანგეთი), 3. ნიკოლოზ კოროხაშვილი (ლელო), 4. დავით ბარამია (ტულონი, საფრანგეთი, კაპ.), 5. გიორგი მეფარიშვილი (აია), 6. ლუკა ნარსია (აია), 7. ლუკა საღინაძე (ლიონი, საფრანგეთი), 8. მიხეილ შიოშვილი (ტულონი, საფრანგეთი);

სათადარიგოები: 16. დავით არჩვაძე (ლელო), 17. საბა კილაძე (ხვამლი), 18. არჩილ ნოზაძე (აჟენი, საფრანგეთი), 19. ნიკოლოზ ჩხორთოლია (კლერმონი, საფრანგეთი), 20. გიორგი არძენაძე (ბათუმი); 21. გოგა უშვერიძე (აია), 22. ამირან ბიწკინაშვილი (ლელო), 23. დემეტრე დევდარიანი (სენტ მერის კოლეჯი, ინგლისი); 24. გიორგი ზაზაძე (ხარები), 25. ავთანდილ ზვიადაძე (აია), 26. ივა კვირიაშვილი (ლელო).