რაგბი | 17 ნოემბერს საქართველოს ნაკრები გენუაში იტალიას ეთამაშება #1TVSPORT
2024 წლის შემოდგომის ტესტმატჩების სერიის ფარგლებში, საქართელოს მორაგბეთა ნაკრები 17 ნოემბერს გენუაში იტალიას დაუპირისპირდება, მატჩი „ლუიჯი ფერარიზე“ თბილისის დროით 20:40 საათზე დაიწყება.
საქართველოსა და იტალიის ნაკრებები ერთმანეთს აქამდე ხუთჯერ შეხვდნენ, ოთხი შეხვედრა იტალიელებმა მოიგეს, ერთი კი – „ბორჯღალოსნებმა“.
საქართველოსა და იტალიის ნაკრებების ურთიერთშეხვედრები:
1998 წელი, ლაკვილა | იტალია-საქართველო 31:14
2000 წელი, ლივორნო | იტალია-საქართველო 51:7
2003 წელი, ასტი | იტალია-საქართველო 31:22
2018 წელი ფლორენცია | იტალია-საქართველო 28:17
2022 წელი, ბათუმი | საქართველო – იტალია 28:19
საქართველომ იტალიას ამ ხუთ თამაშში რვა ლელო დაუდო და 88 ქულა მოიპოვა, ხოლო თავად 20 ლელო და 160 ქულა მიიღო.