რაგბი | 10 ცვლილება „ბორჯღალოსნების“ შემადგენლობაში - დავით ნინიაშვილი ძირითადში ბრუნდება #1TVSPORT
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სამწვრთნელო შტაბმა 11 თებერვალს ნიდერლანდებთან გასამართი მატჩისთვის სათამაშო შემადგენლობა დაასახელა.
გერმანიასთან 75:12 მოგებული მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში 10 ცვლილება განხორციელდა. ხაზის მოთამაშეთაგან ძირითადში ადგილი აკაკი ტაბუცაძემ შეინარჩუნა, შერკინებაში კი – ბურჯმა ნიკა აბულაძემ, მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ, მესამეხაზელებმა გიორგი ცუცქირიძემ და ბექა საღინაძემ, რომელიც ნიდერლანდელებთანაც გუნდის კაპიტანი იქნება.
სრულად შეიცვალა ღერძი, სადაც თამაშს გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე იწყებენ, ასევე ცენტრი – გიორგი კვესელაძეს დემე თაფლაძე შეუწყვილდა. ფულბეკის პოზიციაზე ბრუნდება დავით ნინიაშვილი, ფრთაზე – სანდრო თოდუა, ხოლო გერმანიასთან სამი ლელოს გამტანი აკა ტაბუცაძე, როგორც აღვნიშნეთ, ნიდერლანდებსაც პირველივე წუთებიდან შეუტევს.
შერკინების პირველ ხაზში ზედიზედ მეორე თამაშს იწყებს მარცხენა ბურჯი ნიკა აბულაძე. კვაჭის პოზიციაზე ამჯერად გიორგი ჭყოიძე ითამაშებს, მარჯვენა ბურჯი კი ბექა გიგაშვილი იქნება.
მეორე ხაზში კოტე მიქაუტაძეს ლადო ჩაჩანიძე შეუწყვილდება, რომელიც გერმანიასთან მარქაფაში იყო. მესამე ხაზში მარქაფიდან დაწინაურდა ოთარ გიორგაძე. ძირითად შემადგენლობაშია გერმანიასთან სამი ლელოს გამტანი გიორგი ცუცქირიძე.
შეგახსენებთ, პირველ ტურში ნიდერლანდები ესპანეთს მადრიდში ეწვია და 20:28 დამარცხდა.
რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2023
ნიდერლანდები – საქართველო
საქართველო
ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი, 17 კეპი, 33 ქულა), 14. აკა ტაბუცაძე (შავი ლომი, 24 კეპი, 110 ქულა), 13. დემე თაფლაძე (შავი ლომი, 21 კეპი, 5 ქულა), 12. გიორგი კვესელაძე (გლოსთერი, 43 კეპი, 25 ქულა), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი, 103 კეპი, 80 ქულა), 10. თედო აბჟანდაძე (მონტობანი, 38 კეპი, 307 ქულა), 9. გელა აფრასიძე (მონპელიე, 41 კეპი, 27 ქულა):
შერკინება: 1. ნიკა აბულაძე (შავი ლომი, 6 კეპი), 2. გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი, 26 კეპი, 20 ქულა), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 30 კეპი, 10 ქულა), 4. ლადო ჩაჩანიძე (ნევერი, 6 კეპი), 5. კოტე მიქაუტაძე (ბეიონი, 78 კეპი, 15 ქულა), 6. გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე, 25 კეპი, 30 ქულა), 7. ბექა საღინაძე (ლიონი, 32 კეპი, 15 ქულა, კაპ.), 8. ოთარ გიორგაძე (მონტობანი, 37 კეპი, 50 ქულა);
მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი, 1 კეპი), 17. სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე, 1 კეპი), 18. ვახტანგ აბდალაძე (ლენსთერი, 2 კეპი), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 1 კეპი), 20. მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი, 17 კეპი, 10 ქულა); 21. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, 71 კეპი, 73 ქულა), 22. ლუკა მატკავა (შავი ლომი, 3 კეპი, 28 ქულა), 23. ლაშა ხმალაძე (შავი ლომი, 94 კეპი, 53 ქულა).