რაფინია ალკანტარა „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა
რაფინია ალკანტარა „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა

„ბარსელონას“ ყოფილი ნახევარმცველი, რაფინია ალკანტარა პარიზული გრანდის რიგებს შეუერთდა.

ბრაზილიელი ფეხბურთელი თავისუფლი აგენტის სტატუსით სარგებლობდა და შესაბამისად, პარიზელებისთვის მისი ტრანსფერი ფინანსურად მომგებიანი გარიგებად განიხილება.

რაფინია ალკანტარას კონტრაქტი „პარი სენ-ჟერმენთან“ 2023 წლის ივნისამდე იქნება ძალაში.

27 წლის ბრაზილიელი „ბარსელონას“ საფეხბურთო სკოლის აღზრდილია და მისი დებიუტი კატალონიური კლუბის პირველ გუნდში 2011 წელს შედგა.

გასული სეზონი რაფინიამ „სელტას“ შემადგენლობაში იჯარის წესით გაატარა და 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა.