ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ედი ჯონსმა შემოდგომის ტესტ-მატჩებისთვის 36 კაციანი შემადგენლობა დაასახელა.
საშემოდგომო სერიისთვის გამოძახებულ მორაგბეთა შორის, წარმოშობით ქართველი, გლოსტერის პირველხაზელი ვალ რაფავა-რუსკინი მოხვდა. 29 წლის რაფავასთვის ეს მეორე შანსია, რადგან უკვე მეორედ გამოიძახეს ინგლისის ნაკრების შეკრებაზე, თუმცა ჯერჯერობით ეროვნული ნაკრების შემდგენლობაში არ უთამაშია.
ინგლისის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩების ფარგლებში ოთხ შეხვედრას ჩაატარებს. ედი ჯონსის გაწვრთნილი გუნდი იაპონიას, არგენტინას, სამხრეთ აფრიკასა და ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, რომ ვალ რაფავა-რუსკინი ვეტერანი ბორჯღალოსანის, გია რაფავას ვაჟია და მას საქართველოს ახალგაზრდულ გუნდშიც უთამაშია.