რაფაელ ნადალს უმძიმესი ორი თვე ელოდება
რაფაელ ნადალს უმძიმესი ორი თვე ელოდება

9 აპრილს ATP-ის ტურში გრუნტის სეზონი იწყება და მსოფლიოს პირველ ჩოგანს, ესპანელ რაფაელ ნადალს ძალიან დაძაბული პერიოდი აქვს წინ.

მაისის შუა რიცხვებამდე ნადალს ​ტიტულების დაცვა მოუწევს მონტე კარლოსა და მადრიდის „მასტერსებზე“, აგრეთვე ბარსელონის ტურნირზე. ნებისმიერ ეტაპზე ნებისმიერი წაგება ესპანელისთვის რეიტინგში ლიდერობის დაკარგვის ტოლფასი იქნება – კლასიფიკაციას სათავეში როჯერ ფედერერი ჩაუდგება. ასე რომ, ნადალს ამ სამ ქალაქში სამი ტიტული აქვს მოსაგები.

რაფაელ ნადალს შეუძლია საკუთარ თავს წაგების უფლება მისცეს რომის „მასტერსის“ მესამე წრეში. ეს ტურნირი 13 მაისს დაიწყება. მაგრამ ამას მოჰყვები როლან გაროსი, სადაც ნადალმა შარშან მოპოვებული ტიტული, ანუ 2000 ქულა უნდა დაიცვას. ესპანელს აქაც მხოლოდ მოგება ესაჭიროება.

ნადალმა გრუნტზე სულ 4680 ქულა უნდა დაიცვას, იმ დროს, როცა ფედერერი ზედიზედ მეორე წელია ტოვებს გრუნტის სეზონს და დასაკარგი არაფერი აქვს.