ბარსელონას ტურნირზე ტიტულის დაცვა დაიწყო ესპანელმა რაფაელ ნადალმა, რომელიც ნაკლებად ცნობილ თანამემამულეს რობერტო კაბრალიეს ბაენას ხვდებოდა. მსოფლიოს პირველ ჩოგანს, მოულოდნელად დიდი წინააღმდეგობა შეხვდა კლასიფიკაციის 77-ე ნომრისგან. ბაენამ თითო სეტში თითოჯერ მოახერხა ბრეიკის შესრულება, მაგრამ ნადალს, თავის მხრივ, ორ-ორი ბრეიკი ჰქონდა თითო პარტიაში და თითქმის ორსაათიანი ბრძოლის შემდეგ 6:4, 6:4 მოიგო და მერვედფინალში გადავიდა, სადაც კიდევ ერთ თანამემამულეს გილერმო გარსია ლოპესს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ნადალს გრუნტის საფარზე ზედიზედ 37 მოგებული სეტი დაუგროვდა.