ტორონტოში მიმდინარე „მასტერსზე“ პირველი მატჩი ჩაატარა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა.
ესპანელი ფრანგ ბენუა პერს ხვდებოდა და ორ სეტში მოიგო – 6:2, 6:3.
პირველ სეტში ნადალმა ორი ბრეიკის ხარჯზე მოიგო, მეორეში კი საკუთარ მოწოდებაზე თამაში მოეშალა – რაფა სამჯერ ახერხებდა ბრეიკით წინ გასვლას და პერიმ სამჯერ გაათანაბრა ანგარიში. მაგრამ, ფრანგმა მეტოქის მეოთხე ბრეიკს ვერ უპასუხა და დათმო მეორე პარტია. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ მეორე სეტში ზედიზედ შვიდ გეიმში დაფიქსირდა ბრეიკი.
ნადალს ამ სეზონში 36 მოგება და სამი წაგება აქვს და ოთხი ტიტული მოიგო. მერვედფინალში ნადალი შვეიცარიელ სტენ ვავრინკას შეხვდება.