მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი იმედოვნებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალებას მისცემს ითამაშოს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადაზე.
„ოლიმპიური თამაშები – ეს რაღაც განსაკუთრებულია, თავისი დაძაბულობითა და მღელვარებით, რაც ძალიან რთული ასახსნელია. ვისურვებდი ტოკიოში წასვლას. იმედია, ჯანმრთელობა ამის საშუალებას მომცემს. დღეების მიხედვით ვაგებ გეგმებს. დარწმუნებული ვარ, სწორედ ამგვარი მიდგომა მეხმარება მწვერვალების მიღწევაში, და თითქმის არასოდეს ვიცვლი მოსაზრებას. ახლა ვცდილობ მოვირჩინო ხელის მცირე ტრავმა. სულ უფრო ცოტას ვვარჯიშობ და უბრალოდ, მინდა დავამთავრო წელი, რაც შეიძლება კარგად. აი, ამაზე ვფიქრობ. როცა სეზონი დასრულდება, ჩვენ ავაგებთ გეგმებს მომავალი წლისთვის. ისევ და ისევ, დღეების მიხედვით“, – განაცხადა ნადალმა.