რაფაელ ნადალმა საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა
რაფაელ ნადალმა საყვარელი ფეხბურთელი დაასახელა

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშედ ბრაზილიელი რონალდო დაასახელა. ამასთან, ესპანელი ჩოგბურთელი მადრიდის „რეალის“ თაყვანისმცემელია და ხშირი ურთიერთობა აქვს მის ყოფილ ფეხბურთელთან კრიშტიანო რონალდოსთან.

„ეს რთული საკითხია, მაგრამ მიმაჩნია, რომ საუკეთესო – რონალდოა. მე არ ვლაპარაკობ კრიშტიანო რონალდოზე ან მესიზე. დღეს ისინი დაუჯერებელ დონეს აჩვენებენ, მაგრამ მაინც რონალდოს დავასახელებ. ის ფანტასტიკური ბიჭი იყო. ყოველთვის გამორჩეული, ტრავმამდე კი უდიადესი. მე მას კარიერის პიკზე შევხვდი, რადგან ჩემი ბიძა მასთან ერთად თამაშობდა „ბარსელონაში“, – განაცხადა ნადალმა.