მსოფლიოს მესამე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა დაასახელა ის ფეხბურთელი, რომლისგანაც კარიერის განმავლობაში აღმაფრენას იღებდა.
„ყოველთვის გამოვხატავდი აღფრთოვანებას საუკეთესო სპორტსმენების მიმართ. ფეხბურთის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. როცა ბავშვი ვიყავი, რონალდო ბიძაჩემთან ერთად „ბარსელონაში“ თამაშობდა. ის ჩემთვის ყველა დროის საყვარელი ფეხბურთელი იყო“, – განუცხადა ნადალმა გამოცემა Ebene-Magazine-ს.
ესპანელი ჩოგბურთელი ამ კვირას რომის „მასტერსში“ მიიღებს მონაწილეობას. მისი პირველი მეტოქე იქნება იტალიელი იანიკ სინერი.