რაფაელ ნადალმა საჩოგბურთო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა #1TVSPORT
ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, დიდი სლემის ტურნირების 22-გზის გამარჯვებულმა, რაფაელ ნადალმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.
38 წლის სპორტსმენმა განცხადება სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა.
„რამდენიმე მძიმე წელი გავიარე, განსაკუთრებით რთული ბოლო ორი წელი იყო“, – განაცხადა რაფაელ ნადალმა საკუთარ მიმართვაში.
ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერის მანძილზე 14-ჯერ საფრანგეთის ღია პირველობა, 2-ჯერ ავსტრალიის ღია პირველობა, 2-ჯერ უიმბლდონი და 4-ჯერ ამერიკის ღია პირველობა მოიგო. ის ოლიმპიური ჩემპიონია როგორც ერთეულთა (2008), ასევე წყვილთა (2016) თანრიგში.
ნადალის ბოლო ტურნირი დევისის თასი იქნება, რომელიც მალაგაში ჩატარდება, ის ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზებს.