მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა მორიგი საქველმოქმედო აქცია მოაწყო.
„დიდი სლემის“ ტურნირების 16-გზის ჩემპიონმა მშობლიურ მალიორკაზე გოლფის ტურნირი ჩაატარა და შემოსული თანხა ჩოგბურთელის საქველმოქმედო ფონდში გადარიცხა.
ნადალის გუნდი ცნობილი ესპანელი გოლფისტის ხოსე მარინ ოლასაბალის გუნდს შეეჯიბრა. მატჩი რაფასა და მისი თანაგუნდელების გამარჯვებით დასრულდა.
ქველმოქმედებისთვის 500 ათასი ევრო შეგროვდა.
რაფაელ ნადალმა 2017 წელს ექვსი ტურნირი მოიგო, მათ შორის, როლან გაროსი, აშშ-ის ღია პირველობა და წელი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა.