მსოფლიოს მესამე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ვერ შეძლო ვაშინგტონის ტურნირის მეოთხედფინალში გასვლა. ესპანელმა ორ საათსა და 11 წუთში წააგო კლასიფიკაციის 50-ე ნომერთან, სამხრეთაფრიკელ ლოიდ ჰარისთან – 4:6, 6:1, 4:6.
ნადალმა ექვსი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ მხოლოდ ორი შანსი გამოიყენა – ორივე მეორე სეტში. მის მეტოქეს სამი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ორჯერ აიღო ესპანელის მოწოდება – თითოჯერ პირველ და მესამე სეტებში.
ვაშინგტონის ტურნირი პირველი იყო ნადალისთვის როლან გაროსის ნახევარფინალის შემდეგ. ესპანელმა გამოტოვა ბალახის სეზონი და ტოკიოს ოლიმპიადა. ამერიკის დედაქალაქში მან პირველ წრეში სამ სეტში მოუგო ამერიკელ ჯეკ სოკს.