მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა მადრიდის „მასტერსში“ მონაწილეობა დაადასტურა. ეს ტურნირი ესპანეთის დედაქალაქში, სექტემბერში გაიმართება. ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა ნადალის თანამემამულემ, მადრიდული ტურნირის დირექტორმა, ფელისიანო ლოპესმა.
„ველაპარაკე ჩემს მეგობარ რაფა ნადალს და მან დაადასტურა, რომ სექტემბერს, მადრიდის ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს! როგორც ყოველთვის, მოუთმენლად ველით მას „მეჯიქ ბოქსის“ არენაზე“, – დაწერა ლოპესმა.
მადრიდის „მასტერსი” 13-19 სექტემბერს გაიმართება.
ტურნირის მოქმედი ჩემპიონია სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ნადალმა კი ნახევარფინალამდე გააღწია, სადაც სტეფანოს ციციპასთან წააგო.