მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ მისი დაბრუნება კორტზე ბრისბენის ტურნირზე შედგება.
„ტურნირების გარეშე ერთწლიანი პერიოდის შემდეგ დაბრუნების დრო დადგა. ეს მოხდება ბრისბენში, იანვრის პირველ კვირას. იქ შევხვდებით“, – განაცხადა 37 წლის ესპანელმა.
„დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის გამარჯვებულმა ტრავმა 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო და სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვა. ამჟამად რაფა მსოფლიო რეიტინგში 663-ე ადგილამდეა დაქვეითებული.
ბრისბენის ტურნირი 31 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება.