ესპანელმა ჩოგბურთელმა რაფაელ ნადალმა ტურში დაბრუნება მელბურნის ტურნირის მოგებით აღნიშნა. მსოფლიოს ყოფილ პირველ ჩოგანს აგვისტოს შემდეგ არ ჰქონდა ჩატარებული ოფიციალური მატჩი და ახლა, კარიერაში 89-ე ტიტული ისე მოიგო, რომ სეტი არ დაუთმია.
ფინალში ნადალი მსოფლიოს 112-ე ჩოგანს, ნაკლებად ცნობილ ამერიკელს მაქსიმ კრესის ხვდებოდა და საათსა და 44 წუთში გაიმარჯვა – 7:6(6), 6:3.
პირველ სეტში ნადალმა ხუთიდან ვერც ერთი ბრეიკპოინტი ვერ გამოიყენა, ტაიბრეიკზე კი სეტბოლის მოგერიება მოუწია. საბოლოოდ, რაფამ 5:6-დან ზედიზედ სამი ქულა აიღო და სეტებში დაწინაურდა. მეორე პარტიაში ნადალი ბრეიკით ჩამორჩა, თუმცა მალე გამოასწორა სიტუაცია და მეტოქეს ორი ბრეიკით უპასუხა, რითაც სეზონში პირველი ტიტული მოიპოვა. ამით მან გააგრძელა შესანიშნავი სერია – 2004 წლიდან მოყოლებული, ის ახერხებს სეზონში მინიმუმ ერთი ტურნირის მოგებას.