მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა კუნძულ მალიორკაზე გოლფის პროფესიულ ტურნირში (Balearic Golf Championships) მიიღო მონაწილეობა.
სამდღიანი ასპარეზობის შემდეგ, ესპანელმა ჩოგბურთელმა საბოლოო მეექვსე ადგილი დაიკავა. 54 ორმოს გავლას მან 225 დარტყმა მოანდომა. ტურნირის გამარჯვებულს სებასტიან გარსიას ამავე გზის გასავლელად 10 დარტყმით ნაკლები დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს დასაწყისში ნადალმა მეოთხე ადგილი დაიკავა გოლფის ტურნირზე, რომელიც ასევე მალიორკაზე გაიმართა. მაშინ რაფა გამარჯვებულს ხუთი დარტყმით ჩამორჩა.
?იდი სლემის ტურნირების 20-გზის ჩემპიონი კორტს ნოემბრის დასაწყისში დაუბრუნდება და 2-8 ნოემბერს პარიზის მასტერსში მიიღებს მონაწილეობას. ამ ტურნირზე მან შეიძლება კარიერაში მე-1000 მატჩი მოიგოს.