ესპანელმა რაფაელ ნადალმა შეაფასა კორონავირუსის ფონზე ამ სეზონში როლან გაროსის ჩატარების ალბათობა, აგრეთვე, უპასუხა შეკითხვას – თავად ითამაშებს თუ არა ტურნირზე.
„ეს ძალიან რთული სიტუაცია ყველასთვის. ნაღვლიანი სიტუაცია, რომლითაც უსიამოვნოა ცხოვრება, მაგრამ ჩვენ წინ უნდა ვიაროთ, დავრჩეთ პოზიტიურები, იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი გაუმჯობესდება და უკეთესი მომავალი გვექნება.
რაც შეეხება როლან გაროსს სექტემბერში, თუ ჩვენ შევძლებთ ვითამაშოთ ოპტიმალურ პირობებში, როცა მოთამაშეები უსაფრთხოდ იქნებიან, თითოეულს შეეძლება ტურნირზე გამოსვლა და მეც იქ ვიქნები. მაგრამ დღეს ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უსაფრთხოების ზომები, აგრეთვე პასუხისმგელობა სწორი გადაწყვეტილებების მიღებისას, რათა ვუზრუნველყოთ თითოეულის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა.
შესაძლოა, ფეხბურთის თამაში უმაყურებლოთაც კარგია! მაგრამ თუ მკითხვათ, მომწონს თუ არა ეს, გიპასუხებთ – არა. არ არსებობს არაფერი, რაც შეცვლის პუბლიკას და ენერგიას, რომელსაც ის გაწვდის”, – თქვა ნადალმა.
როლან გაროსი გაზაფხულიდან შემოდგომაზეა გადატანილი. ნადალი ამ ტურნირის 12-გზის ჩემპიონია.