ავსტრალიელი ალექს დე მინორის დამარცხებით, ესპანელმა რაფაელ ნადალმა დიდი სლემის ტურნირებზე 250-ე გამარჯვება გაიფორმა.
32 წლის ესპანელი ამ მაჩვენებლით მესამე ადგილზეა ყველა დროის სიაში. მასზე წინ არიან მხოლოდ შვეიცარიელი როჯერ ფედერერი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.
დიდი სლემის ტურნირებზე მოგებული მატჩების რაოდენობით ლიდერთა ათეული ასე გამოიყურება:
1. როჯერ ფედერერი (შვეიცარია) – 342
2. ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 260
3. რაფაელ ნადალი (ესპანეთი) – 250
4. ჯიმი კონორსი (აშშ) – 233
5. ანდრე აგასი (აშშ) – 224
6. ივან ლენდლი (აშშ) – 222
7. პიტ სამპრასი (აშშ) – 203
8. ენდი მარეი (ბრიტანეთი) – 189
9. სტეფან ედბერგი (შვედეთი) – 178
10. ჯონ მაკინროი (აშშ) – 167
რაფაელ ნადალს 250 მოგებასთან ერთად 36 წაგება აქვს. მოგებების პროცენტით (87.4) ის ფედერერსაც უსწრებს და ჯოკოვიჩსაც და მხოლოდ შვედ ბიორნ ბორგს ჩამორჩება (141 მოგება და 16 წაგება, 89.8%).