რაფაელ ნადალმა და პაუ გასოლმა 14 მილიონი შეაგროვეს კორონავირუსით დაზარალებულისთვის
რაფაელ ნადალმა და პაუ გასოლმა 14 მილიონი შეაგროვეს კორონავირუსით დაზარალებულისთვის

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ მან და ესპანელმა კალათბურთელმა პაუ გასოლმა შეძლეს კორონავირუსით დაზარალებულთათვის იმაზე მეტი თანხის შეგროვება, ვიდრე თავდაპირველად გეგმავდნენ. საერთო ჯამში, შემოწირულობამ 14 მილიონი ევრო შეადგინა.

„მიმაჩნია, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანსა და ღირებულს მივაღწიეთ. ჩვენ შევძელით ცეცხლის გაღვივება, თუმცა ჩემი მეგობრებისა და ნაცნობების რეაქციაც შთამბეჭდავი იყო“ – დაწერა სოციალურ ქსელში ნადალმა.

მარტის ბოლოს, ნადალმა და გასოლმა მოუწოდეს ესპანურ სპორტულ სამყაროს მობილიზებისკენ, რათა შეეგროვებინათ 11 მილიონი კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებული ოჯახებისთვის.