მსოფლიოს მესამე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი პროფესიულ ტურში აგვისტოში დაბრუნდება. „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა განაცხადი შეიტანა ვაშინგტონის ATP500 კატეგორიის ტურნირზე, რომელიც 2 აგვისტოს აიღებს სტარტს.
როლან გაროსის შემდეგ, რომელშიც ნადალმა ნახევარფინალამდე მიაღწია, ესპანელმა ჩოგბურთელმა გადაწყვიტა უიმბლდონისა და ოლიმპიადის გამოტოვება და კონცენტრაცია გააკეთა აშშ-ის ღია პირველობისთვის მოსამზადებლად.
ვაშინგტონის ტურნირის მოქმედი ჩემპიონი ავსტრალიელი ნიკ კირგიოსია.