რაფაელ ნადალი შანხაის „მასტერსზე“ ვერ ითამაშებს
რაფაელ ნადალი შანხაის „მასტერსზე“ ვერ ითამაშებს

მსოფლიოს მეორე ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი არ მიიღებს მონაწილეობას შანხაის „მასტერსში“, რომელიც ორშაბათს დაიწჩება.

„დიდი სლემის“ ტურნირების 19-გზის ჩემპიონმა მაჯა ლეივერსის თასის გათამაშებაზე დაიზიანა და აღდგენას ვერ მოასწრებს.

ვარაუდობენ, რომ ესპანელი პარიზის „მასტერსისთვის“ გამოჯანმრთელდება, რომელიც 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე გაიმართება. ნადალმა უნდა ითამაშოს ამ ტურნირზე, აგრეთვე, 10-17 ნოემბერს, ლონდონში წლის შემაჯამებელ ტურნირზე.

რაფაელ ნადალის ბოლო ტურნირი იყო აშშ-ის ღია პირველობა, რომელშიც მთავარი პრიზი მოიპოვა.