რაფაელ ნადალი სამი კვირა ვერ ითამაშებს
რაფაელ ნადალი სამი კვირა ვერ ითამაშებს

ესპანელმა რაფაელ ნადალმა სამედიცინო შემოწმება გაიარა მელბურნის ერთ-ერთ კლინიკაში. მსოფლიოს პირველ ჩოგანს მარჯვენა ბარძაყის კუნთში მცირე დაზიანება აღმოუჩინეს, – წერია ავსტრალიის ღია პირველობის ოფიციალურ ვებგვერდზე.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის ესპანელმა ვერ დაასრულა ავსტრალიის ღიას მერვედფინალური მატჩი ხორვატი მარინ ჩილიჩის წინააღმდეგ. ნადალმა მაშინ მიატოვა შეხვედრა, როცა მეხუთე სეტში 0:2 იყო ჩამორჩენილი. ახლა რაფაელი ესპანეთში დაბრუნდება და იქ დაიწყებს მკურნალობას. აღდგენითი პროცესი სამ კვირას დაიკავებს.
ესპანური პრესა აღნიშნავს, რომ ნადალი 2018 წლის სეზონში წინასწარ შედგენილი განრიგის მიხედვით გააგრძელებს გამოსვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი მომდევნო სამი ტურნირი იქნება – აკაპულკო, ინდიან-უელსი და მაიამი.

რაფაელ ნადალს უახლოესი სტარტი 26 თებერვალს ელოდება.