რაფაელ ნადალი - სამართლიანია, რომ ფედერერს ისტორიაში საუკეთესოდ მიიჩნევენ
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა აღნიშნა, რომ სამართლიანად მიიჩნევს ისტორიაში საუკეთესო ჩოგბურთელად შვეიცარიელი როჯერ ფედერერის დასახელებას. თუმცა, რაფა ამატებს, რომ მას არასოდეს უნახავს როდ ლეივერის თამაში.
„არანაირი გრძნობა არ გამაჩნია, როცა სხვები ამაზე ლაპარაკობენ“, – მოჰყავს ნადალის სიტყვები „დეილი ექსპრესს“ (Daily Express), – „თავად ვარ 100 პროცენტით დარწმუნებული, რომ ეს სამართლიანია. სხვა მოთამაშეებისთვის ძალიან რთული იქნება მისი შედეგების გაუმჯობესება. თუმცა, ჩემი აზრით, ბოლომდე სწორი არ არის მოთამაშის გაანალიზება მხოლოდ „დიდი სლემის“ ტურნირების მიხედვით. ჩოგბურთში ბევრი სხვა ფაქტორიცაა. რა თქმა უნდა, როჯერმა დაუჯერებელ შედგებს მიაღწია სხვა ტურნირებზეც. და „დიდი სლემის“ ჩემპიონატებზე ყველაზე მეტჯერ გაიმარჯვა. მე არასოდეს მინახავს, როგორ თამაშობდა როდ ლეივერი, თუმცა, ვიცი მისი ისტორია. ის რამდენიმე წელი არ გამოდიოდა „დიდი სლემის“ ტურნირებზე, რადგან პროფესიონალებში გადავიდა. ამასთან, შეძლო ორჯერ მოგო „დიდი სლემის“ ოთხივე ტურნირი ერთი წლის განმავლობაში. ამიტომაც, როცა ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეზე ვლაპარაკობთ, უნდა შევადაროთ ერთმანეთს არა მე და როჯერი, არამედ, ლეივერი და როჯერი“.