მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ მისმა ბიძამ და მომავალმა მწვრთნელმა ტონი ნადალმა იქონია გავლენა ნადალის შემდგომ ბედზე. რომ არა უფროსი ნადალი, რაფა დღეს ფეხბურთელი იქნებოდა და არა ჩოგბურთელი.
„რომ არა ბიძაჩემი, დღეს მე ფეხბურთს ვითამაშებდი და არა ჩოგბურთს. ტონიმ დიდი გავლენა იქონია ჩემზე, მაგრამ მე ძლიერი ხასიათი მაქვს და საკუთარ გადაწყვეტილებებს თავად ვიღებ. ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენი ურთიერთობა არ შეცვლილა. ყველაფერი შესანიშნავადაა.
მთელი ამ წლების განმავლობაში მივაღწიე იმას, რაზეც ვერ ვიოცნებებდი. ცხოვრების წინაშე ვალში ვარ იმის გამო, რომ მან ამ ყველაფერის გავლის საშუალება მომცა. ვერ წარმომიდგენია საკუთარი თავი კონკურენციის გარეშე – არ აქვს მნიშვნელობა, ფეხბურთს ვთამაშობ, გოლფს თუ რაიმე სხვას. ყოველთვის ვგრძნობ ბრძოლის წყურვილს და ეს მომწონს“, – მოჰყავს ნადალის სიტყვები „ტენის ვორლდ იუ ეს ეის“ (Tennis World USA).