რაფაელ ნადალი პირველად გახდა მამა - ბიჭს რაფაელი დაარქვეს #1TVSPORT
მსოფლიოს მეორე ჩოგანი, „დიდი სლემის“ ტურნირების 22-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი მამა გახდა. ამის შესახებ გაზეთი „მარკა“ წერს.
იტყობინებიან, რომ ესპანელმა ჩოგბურთელმა და მისმა ცოლმა მარია ფრანცისკამ ბავშვს მამის საპატივცემულოდ რაფაელი დაარქვეს.
36 წლის ნადალისთვის ეს პირველი შვილია. ბიჭი ქალაქ პალმა-დე-მალიორკაში დაიბადა.