მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზადყოფნაზე ილაპარაკა. ესპანელის სიტყვები sport360.com-ს მოჰყავს –
„კორტზე ვარჯიშები ორი კვირის წინ დავიწყე. ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივარ წინ. ვფიქრობ, მაქვს დრო 100 პროცენტით მოვემზადო ავსტრალიის ღია პირველობისთვის. შესანიშნავი იქნება, თუ რამდენიმე მატჩს ჩავატარებ მელბურნში გამგზავრებამდე. გასულ სეზონში, წლის მეორე ნახევარი რთული გამოდგა ჩემთვის ტრავმების გამო. მაგრამ, ასე ხდება, ესეც ჩემი საჩოგბურთო კარიერის ნაწილია.
მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება, სწორი მიმართულებით მუშაობა. ვიცი, რომ კორტზე დაბრუნებულს, ყველაფერი იოლად არ მექნება. თავდაპირველად, ყველაფერი გტკივა, რაც, ჩვეულებრივ სიტუაციაში არ ხდება ხოლმე. მაგრამ მე მაქვს გამოცდილება, როგორ გავუმკლავდე ამას, როგორ ვიყო მზად ვარჯიშებისთვის, რათა მატჩებში არ წარმოიშვას ბევრი პრობლემა. უბრალოდ, უნდა დარჩე პოზიტიური, შემდეგ კი მიაღწევ სწორ მდგომარეობას“.