რაფაელ ნადალი გრუნტის სეზონზე დაბრუნდება
რაფაელ ნადალი გრუნტის სეზონზე დაბრუნდება

მსოფლიოს მეორე ჩოგანს რაფაელ ნადალის ექიმმა ანხელ რუის კოტორომ კომენტარი გააკეთა ესპანელი ჩოგბურთელის ჯანმრთელობაზე.

„კარგია, რომ რაფას მხოლოდ კუნთზე აქვს პრობლემა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველაფერი გაცილებით რთულად იქნებოდა. ცუდია ის, რომ ტკივილი გაჩნდა იმ ნაწილში, რომელიც ადრეც იყო დაზიანებული. ახლა, ოპტიმიზმით უნდა ვუყუროთ მომავალს, მაგრამ, ამასთან რეალისტებად დავრჩეთ და ფრთხილად ვიმოქმედოთ. ნადალი დაბრუნდება თამაშში მაშინ, როცა ბოლომდე მზად იქნება. ამ მომენტისთვის, ჩვენ კონცენტრირებულნი ვართ გრუნტის სეზონზე.
ამჟამად, ნადალს ესაჭიროება ორი-სამი კვირა დასვენება, შემდეგ რეაბილიტაციის კურსი ელოდება. ყურადღებით დავაკვირდებით მის მდგომარეობას და არ ვიჩქარებთ”, – მოჰყავს კოტოროს სიტყვები გაზეთ El Pais-ს.