მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა აღიარა, რომ ძალიან მოხარული იქნება კორტზე როჯერ ფედერერის დაბრუნების გამო, ასევე განაცხადა, რომ მათი ბრძოლა უახლოეს ორ წელიწადში ისევ მოუტანს სარგებელს პროფესიულ ტურს.
„თუ როჯერი მოახერხებს სრულად აღდგენას და ტრავმა აღარ შეაწუხებს, ის შეძლებს ძველ დონეზე დაბრუნებას. ფედერერმა უკვე ყველას ყველაფერი დაუმტკიცა. თუ ის ტკივილს არ იგრძნობს, შეძლებს დიდ ტურნირებზე კონკურენციის გაწევას.
არ ვიცი, რამდენად ხანგრძლივი იქნება მისი კარიერა, მაგრამ მე მინდა საუკეთესო ფედერერის ხილვა. რა თქმა უნდა, თავადაც მსურს „დიდი სლემის“ ტურნირებზე გამარჯვება, მაგრამ ჩვენი სპორტისთვის შესანიშნავი იქნება, თუ ჩვენი დაპირისპირება გაგრძელდება“, – თქვა ნადალმა.
როჯერ ფედერერს ოფიციალური მატჩი 2020 წლის იანვრის შემდეგ არ ჩაუტარებია. რაფაელ ნადალმა 2020 წელს ორი ტურნირი მოიგო – აკაპულკო და როლან გაროსი.