მსოფლიოს მეორე ჩოგანს რაფაელ ნადალს მიაჩნია, რომ თუნდაც ერთწლიანი პაუზისა და ოპერაციის შემდეგ, როჯერ ფედერერი უმაღლეს დონეზე დაუბრუნდება ტურნირებს.
“ვხედავ, რომ როჯერი უკვე შეუდგა ვარჯიშებს. ვფიქრობ, ის ძლიერი დაბრუნდება და კარგ ჩოგბურთს გვიჩვენებს. რამდენად შორს შეუძლია მას წინსვლა? ეს საიდან უნდა ვიცოდე?! მე ისიც კი არ ვიცი, თავად როგორ ვითამაშებ მომავალ წელს, რომ არაფერი ვთქვა როჯერზე.
ბოლო დროს ფედერერთან ხშირი კონტაქტი მაქვს. განვიხილავთ გარკვეულ სიტუაციებს ჩოგბურთში და მის მიღმა. ამჟამინდელი სიტუაცია ჩვენს სპორტში რთულია და ჩვენ მათ რიგებში ვართ, ვისაც სურთ პროფესიული ტურისთვის დახმარება”, – თქვა ნადალმა.