ესპანელმა რაფაელ ნადალმა „ტენისვორლდთან“(Tennisworld USA) ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ახლო მომავალში დასვენებას აპირებს.
როგორც ირკვევა ესპანელს აკაპულკოს ტურნირზე გამოსვლა აქვს დაგეგმილი, რომელიც 25 თებერვლიდან 3 მარტამდე ჩატარდება.
„მე მჭირდება მატჩები, მაგრამ ჭკუიდან გადასვლა და ყველა ტურნირზე თამაში არ მსურს. ასაკიც უნდა გავითვალისწინო. მაქვს კალენდარი და პრიორიტეტები. ახლა მინდა დავბრუნდე სახლში და ცოტა დავისვენო. ჩემი შემდეგი ნაბიჯი-აკაპულკოს ტურნირია. მე ყოველთვის მიყვარდა იქ თამაში. აკაპულკოს შემდეგ ინდიან ველსზე გავემგზავრები. ჯერჯერობით ასეთი გეგმა მაქვს“.ციტირებს ნადალს „ტენისვორლდი“.