დევისის თასის მომავალი გათამაშებისთვის შემადგენლობა დაასახელა ესპანეთის ნაკრებმა. ამ გუნდში ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირების 19-გზის ჩემპიონი რაფაელ ნადალი.
ესპანეთის ნაკრები B ჯგუფში გამოვა რუსეთთან და ხორვატიასთან ერთად. ნადალთან ერთად, გუნდში გამოძახებულები არიან: რობერტო ბაუტისტა-აგუტი, ფელისიანო ლოპესი, პაბლო კარენიო-ბუსტა და მარსელ გრანოლერსი.
შეგახსენებთ, რომ განახლებული ფორმატით დევისის თასს მადრიდი უმასპინძლებს. ტურნირი 18-24 ნოემბერს გაიმართება.