რაფაელ ნადალი დეკემბერში აბუ დაბის ტურნირზე დაბრუნდება კორტზე #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი დეკემბერში აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირში ითამაშებს.
„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა აგვისტოში ვადაზე ადრე დაასრულა სეზონი ტერფის ტრავმის გამო.
„აბუ-დაბი – განსაკუთრებული ადგილია ჩემთვის, სადაც ბევრჯერ ჩავსულვარ და დამიწყია ახალი სეზონი“, – მოჰყავს 35 წლის ესპანელის სიტყვები ტურნირის პრესსამსახურს.
ოქტომბერში ნადალი სრულფასოვან ვარჯიშებს დაუბრუნდა დაზიანების შემდეგ, რომლის მიზეზით რამდენიმე თვე კორტის მიღმა რჩებოდა.
აბუ დაბიში საჩვენებელი ტურნირი 16-18 დეკემბერს გაიმართება.