მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა აზრი გამოთქვა მიმდინარე სეზონის შესახებ, რომელიც მარტიდან მოყოლებული მინიმუმ 13 ივლისამდეა შეწყვეტილი.
„მე დღეს უფრო მეტად ვზრუნავ იმაზე, რომ უკეთ მოვემზადო 2021 წლის ავსტრალიის ღია პირველობისთვის. მიმაჩნია, რომ ეს წელი ჩოგბურთისთვის თითქმის დაკარგულია. იმედია, ახალ სეზონში მაქსიმალურად დავიტვირთებით.
ჩვენ ვკარგავთ კარიერის ერთ წელს. ჩემს ასაკში ეს უფრო რთულად გადააქვთ. 20 წლის ჩოგბურთელებისთვის უფრო იოლია, მაგრამ ვერაფერს გააწყობ,“ – მოჰყავს „ი-ეს-პი-ენ“-ს (ESPN) ნადალის სიტყვები.