რაფაელ ნადალი - ბრისბენის ტურნირი ავსტრალიის ღიას მოსაგებად გამოვტოვე
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა იმის თაობაზე ისაუბრა, თუ რატომ თქვა უარი ამ კვირას ბრისბენის ტურნირში თამაშზე. ესპანელის სიტყვები სააგენტო AP-ს მოჰყავს –
„ამ მომენტისთვის, ჩემი ძირითადი მიზანი – ავსტრალიის ღია პირველობის მოგებაა. მგონია, რომ ჩემი თამაშის დონე ამის საშუალებას იძლევა. ძველებურად მოტივირებული ვარ და მინდა ამ ტურნირში მონაწილეობის მიღება. სამწუხაროდ, ჩემი ორგანიზმი ასი პროცენტით არ არის მზად. უნდა გამოვტოვო ეს კვირა, რათა ავსტრალიის ღია პირველობას ოპტიმალურ ფორმაში შევხვდე.
რამდენიმე კვირის წინ ვგრძნობდი, რომ მჭირდებოდა რაც შეიძლება მეტი მატჩი ფორმის ასაკრეფად. ახლა, ყველაფერი სხვანაირადაა. დავუმტკიცე საკუთარ თავსა და სხვებს, რომ შემიძლია უმაღლესი შედეგების დემონსტრირება ხანგრძლივი შესვენების შემდეგაც კი. ვაგრძელებ მუშაობას ვარჯიშებზე და ვეცდები, მელბურნში რაც შეიძლება უკეთ ვითამაშო“.
ნადალმა ახალ სეზონში მხოლოდ აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირზე მოსინჯა ძალები, სადაც კევინ ანდერსონთან გამართული ნახევარფინალი სამ სეტში დათმო.