მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა უარი განაცხადა 2022 წლის იანვარში ATP Cup-ის ტურნირში მონაწილეობაზე.
გაზეთ „მარკას“ ინფორმაციით, მსოფლიოს მეექვსე ჩოგანის გარდა, ტურნირს გამოტოვებენ სხვა ესპანელებიც – კარლოს ალკარასი და მარსელო გრანოლერსი, რომლებიც ავსტრალიის ღიასთვის მოემზადებიან.
ნადალი, რომელიც კორტზე აგვისტოს შემდეგ არ ყოფილა, 16-18 დეკემბერს აბუ-დაბის საჩვენებელ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
ATP Cup ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 1-9 იანვარს გაიმართება.