მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა გამოაცხადა, რომ არ ითამაშებს 2024 წლის აშშ-ის ღია პირველობაზე.
„არ მგონია, რომ შევძლებ ჩემი შესაძლებლობების 100 პროცენტით გამოყენებას. მადლობა ყველა გულშემატკივარს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. შევხვდებით სხვა დროს“, – დაწერა სოციალურ ქსელში ნადალმა.
ესპანელმა ჩოგბურთელმა ასევე განაცხადა, რომ მისი მომდევნო ტურნირი იქნება ლეივერის თასი ბერლინში.
კარიერის განმავლობაში რაფაელ ნადალს აშშ-ის ღია პირველობა ოთხჯერ აქვს მოგებული – 2010, 2013, 2017 და 2019 წლებში.