რაფაელ ნადალი - არ ვიცოდი, დავბრუნდებოდი თუ არა კორტზე, მაგრამ ახლა ვიცი #1TVSPORT
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, რაფაელ ნადალმა განაცხადა, რომ ტრავმისგან აღდგენის ხანგრძლივი პროცესის შემდეგ ის დარწმუნებულია, რომ კორტზე დაბრუნდბა.
„დღემდე არ ვიცოდი, ვითამაშებდი თუ არა ისევ ჩოგბურთს, მაგრამ ახლა ვიცი, რომ კვლავ გავალ კორტზე, რადგან დინამიკა დადებითია და ბოლო დროს, აღდგენის მხრივ, დიდი ნაბიჯები გადავდგი წინ.
როცა დაბრუნების თარიღს შევიტყობ, შეგატყობინებთ ამის შესახებ. პირველი გაცნობებთ საკუთარი გეგმებზე“, – განაცხადა ნადალმა გამოცემა Relevo-სთან ინტერვიუში.