რაფაელ ნადალი - არ მინდა ტიტულებით დამიმახსოვრონ, სხვა მიზნები მაქვს #1TVSPORT
რაფაელ ნადალი - არ მინდა ტიტულებით დამიმახსოვრონ, სხვა მიზნები მაქვს #1TVSPORT

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა კარიერის ამ ეტაპზე საკუთარ მოტივაციაზე ილაპარაკა.

„ბევრი ტურნირი მიკავშირდებოდა და გამოსვლას მთავაზობდა, მაგრამ მე ის აღარ ვარ, რაც ადრე ვიყავი. იმისთვის, რომ კორტზე გავიდე, სრულად მზად უნდა ვიყო – ფიზიკურად და მენტალურად. არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ულევი ენერგია აქვთ. როცა ახალგაზრდა ხართ, ბევრი ენერგია გაგაჩნიათ, მაგრამ მოგვიანებით გიწევთ არც ისე სასიამოვნო გადაწყვეტილებების მიღება. მაგალითად, ტურნირების გამოტოვება, რომლებზეც თამაშის სურვილი გაქვთ.

არ მინდა, რომ ჩემი ტიტულების წყალობით დამიმახსოვრონ. უმჯობესია, ჩემზე ილაპარაკონ, როგორც ადამიანზე, რომელიც კარგი მაგალითია ბიჭებისთვის და გოგონებისთვის. აი, ასეთი მიზანი მაქვს. სურვილი მაქვს, მრავალი წლის შემდეგ მქონდეს შესაძლებლობა განვაცხადო – კორტზე და მის მიღმა ყოველთვის პოზიტივი შემქონდა. აი, ასეთ შემთხვევაში ვიქნები კმაყოფილი“, – მოჰყავს ნადალის სიტყვები გამოცემა Tennis World-ს.