რაფაელ ნადალი მხოლოდ მეხუთე ჩოგბურთელი გახდა ბოლო 50 წლის განმავლობაში, ვინც პროფესიულ ტურში 900 მატჩი მოიგო. ესპანელი ლეგენდების – ჯიმი კონორსის, როჯერ ფედერერის, ივან ლენდლისა და გილერმო ვილასის გვერდით დადგა.
მერვედფინალში გერმანელი დებიუტანტის მაქსიმილიან მარტერერის დამარცხებით, ნადალს როლან გაროსზე 83 მოგება და მხოლოდ 2 წაგება აქვს. რაფამ ისევ სამ სეტში მოიგო – 6:3, 6:2, 7:6(4).
მეოთხედფინალში ნადალი არგენტინელ დიეგო შვარცმანს შეხვდება, რომელთანაც ხუთ მატჩში ხუთი მოგება აქვს. შვარცმანმა სასწაული მოახდინა – სეტებში 0:2-ს და მესამე სეტში 3:5-ს აგებდა კევინ ანდერსონთან და შეძლო მოგება.
მეოთხედფინალში კიდევ ერთი არგენტინელი გავიდა – ხუან მარტინ დელ პოტრომ სამივე სეტი ერთნაირი ანგარიშით (6:4) მოუგო ჯონ ისნერს, რომელსაც პირველ სამ მატჩში არც ერთი საკუთარი გეიმი არ ჰქონდა წაგებული, მაგრამ, ამჯერად, ამერიკელმა თითო სეტში თითო თავისი გეიმი დათმო, თავად კი ვერც ერთი ბრეიკი ვერ შეასრულა.
დელ პოტრო პირველად ითამაშებს როლან გაროსის მეოთხედფინალში 2012 წლის შემდეგ. ამ ეტაპზე მისი მეტოქე მარინ ჩილიჩი იქნება, რომელმაც ხუთსეტიანი მატჩი მოუგო ფაბიო ფონინის – 6:4, 6:1, 3:6, 6:7(4), 6:3. ხორვატმა კარიერაში 28-ე ხუთსეტიან თამაშში გაიმარჯვა და გაუთანაბრდა მოქმედ ჩოგბურთელებს შორის რეკორდსმენს ნოვაკ ჯოკოვიჩს.
1/8 ფინალის შედეგები
ნადალი (ესპ, 1)-მარტერერი (გერ) 6:3, 6:2, 7:6(4)
შვარცმანი (არგ, 11)-ანდერსონი (ს. აფრ, 6) 1:6, 2:6, 7:5, 7:6(0), 6:2
ჩილიჩი (ხორ, 3)-ფონინი (იტა, 18) 6:4, 6:1, 3:6, 6:7(4), 6:3
დელ პოტრო (არგ, 5)-ისნერი (აშშ, 9) 6:4, 6:4, 6:4.
1/4 ფინალში ხვდებიან
ნადალი (ესპ, 1)-შვარცმანი (არგ, 11)
ჩილიჩი (ხორ, 3)-დელ პოტრო (არგ, 5)
ჩეკინატო (იტა)-ჯოკოვიჩი (სერ, 20)
ტიმი (ავსტრია, 7)-ა. ზვერევი (გერ, 2).