რაფაელ ნადალი 33 წლის გახდა
რაფაელ ნადალი 33 წლის გახდა

ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი 1986 წლის 3 ივნისს კუნძულ მალიორკის პატარა ქალაქ მანაკორში დაიბადა. მას მოგებული აქვს რეკორდული – საფრანგეთის 11 ღია პირველობა, რის გამოც მიჩნეულია თიხის საფარის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად და „თიხის მეფედ“.

ნადალს ასევე მოგებული აქვს „დიდი სლემის“ 17 ტურნირი – საფრანგეთის 11 ღია პირველობა, აშშ-ის 3 ღია პირველობა, 2 უიმბლდონი და ავსტრალიის ერთი ღია პირველობა. ესპანელს ასევე მოგებული აქვს რეკორდული – 33 მასტერსი.

ჯამში ნადალმა კარიერაში ATP-ის 80 ტურნირი მოიგო ერთეულებში. ესპანელი 196 კვირის განმავლობაში იკავებდა რეიტინგში პირველ ადგილს. მხოლოდ რაფას და შვედ ჩოგბურთელს, მატს ვილანდერს, აქვთ მინიმუმ ორი „დიდი სლემის“ ტურნირი მოგებული სამ სხვადასხვა საფარზე: ჰარდზე, ბალახზე და თიხაზე.

2014 წელს, საფრანგეთის ღია პირველობის მოგებით, ნადალი გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც ზედიზედ 10 წლის განმავლობაში „დიდი სლემის“ ტურნირის მოგება შეძლო. 2017 წელს, მონტე-კარლოს მასტერსის მოგებით, ნადალმა მოხსნა არგენტინელი გილიერმო ვილასის რეკორდი, რომელსაც ყველაზე მეტი – 49 ტურნირი ჰქონდა მოგებული თიხის საფარზე.

2010 წელს, იგი გახდა მეორე ჩოგბურთელი ანდრე აგასის შემდეგ მამაკაცთა ჩოგბურთის ისტორიაში, რომელმაც კარიერული „ოქროს სლემი“ შეასრულა (მოიგო ყველა დიდი სლემის ტურნირი და ოლიმპიური ოქროს მედალი ერთეულებში). სანაკრებო დონეზე, მან ოთხჯერ მოიგო დევისის თასი ესპანეთის ნაკრებთან ერთად.

ნადალი ცაციაა და ჩოგბურთის თამაშით მის მიერ გამომუშავებული თანხა შეადგენს 103,251,975 აშშ დოლარს.