მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა გამოაქვეყნა 2019 წლის სეზონში ტურნირებზე გამოსვლის განრიგი. რაფა აპირებს ATP-ის 18 ტურნირში მიიღოს მონაწილეობა, რასაც ემატება გამოსვლა სამ საჩვენებელ ტურნირში.
2019 წელს, ნადალი ითამაშებს: ბრისბენში, ავსტრალიის ღიაზე, აკაპულკოში, ინდიან უელსში, მაიამიში, მონტე კარლოში, ბარსელონაში, მადრიდში, რომში, როლან გაროსზე, უიმბლდონზე, მონრეალში, ცინცინატიში, აშშ-ის ღიაზე, შანხაიში, პარიზში, ასევე წლის შემაჯამებელ ტურნირში (თუ მოიპოვა იქ თამაშის უფლება) და დევისის თასის ფინალში.
გარდა ამისა, ნადალს დაგეგმილი აქვს თამაში აბუ დაბისა და სიდნეის საჩვენებელ ტურნირებში და ლეივერის თასზე.